სანქციების გამო რუსეთის საგზაო პოლიცია საპატრულო ავტომობილების გარეშე დარჩა
29/11/2022 08:32:40 მსოფლიო
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ "არამეგობრული ქვეყნების სასანქციო წნეხისა და ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური სიტუაციის გამო" საგზაო პოლიციისთვის განსაზღვრული 2,8 ერთეული საპატრულო ავტომობილი ვერ შეიძინა, - უწყება გამოცემა "Коммерсантъ"-ი სამინისტროს დოკუმენტაციაზე დაყრდნობით.
2019 წლიდან რუსული პოლიცია ახალ მანქანებს ფედერალური პროექტის ფარგლებში ყიდულობდა. სულ 2024 წლამდე ამ მიზნებისთვის 35,3 მლრდ რუბლის დახარჯვა იყო დაგეგმილი.
2019–2020 წლებში პოლიცია ყიდულობდა "Skoda Octavia"-სა და "УАЗ "Патриот»-ებს, 2021-ში — "Hyundai Solaris"-სა და "Lada Vesta"-ს. წელს დაგეგმილი იყო 4,5 მლრდ რუბლის დახარჯვა კიდევ 2,8 ერთეული საპატრულო ავტომობილის შესაძენად.
თუმცა შსს-ს არც ერთი ტენდერი არ გამოუცხადებია, რასაც "სასანქციო წნეხის პირობებში წარმოქმნილი რისკებითა" და "მომწოდებლების დროებითი უარით" ხსნის.
ცნობისთვის: უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო რუსული ბაზარი თითქმის ყველა უცხოელმა ავტომწარმოებელმა დატოვა.


