რუსეთი უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებზე გადასახადების დასაწესებლად ემზადება
29/11/2022 08:19:56 მსოფლიო
რუსეთის ფინანსთა სამინისტრო უკრაინის დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ანექსირებულ ოლქებში მოსახლეობისგან გადასახადების ამოღების დასაწყებად ემზადება.
უკვე შემუშავებულია და მთავრობას წარედგინა კანონპროექტი "ახალ ტერიტორიებზე გადასახადების ამოღების შესახებ", რომელიც რუსეთის საგადასახადო სისტემაზე მათ ეტაპობრივ გადაყვანას ითვალისწინებს, - წერს РБК.
მისივე ინფორმაციით, ადგილობრივ უფლებამოსილ ორგანოებს დაევალათ, 2023 წლის 1 აპრილამდე მოამზადონ მონაცემები მოსახლეობის ქონების (მიწისა და ავტომობილების ჩათვლით) შესახებ და განსაზღვრონ მისი საკადასტრო ღირებულება.
ამასთან, ადგილობრივ მეწარმეებს რუსულ საკასო-საკონტროლო ტექნიკაზე (ონლაინ-სალაროებზე) გადასვლას დაავალდებულებენ, ხოლო ადგილობრივ საწარმოებს - თუნდაც უკრაინული ლიცენზიით მომუშავეებს, რომლებიც სასარგებლო წიაღუსეულს მოიპოვებენ, რუსული გადასახადები დაეკისრებათ.
ცნობისთვის: ასეთივე სქემა გამოიყენა კრემლმა 2014-ში, ყირიმის ანექსიის შემდეგაც.


