Accentnews.ge
კალაძე განმარტავს, რა რეგულაციები ამოქმედდება ტაქსებისთვის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში

კალაძე განმარტავს, რა რეგულაციები ამოქმედდება ტაქსებისთვის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში

29/11/2022 07:43:26 პოლიტიკა, საზოგადოება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე განმარტავს, რა რეგულაციები ამოქმედდება ტაქსებისთვის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში. ამის შესახებ მან თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

„ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში „ა“ კატეგორიის ტაქსის ნებართვა გახდება ფასიანი ქაღალდი. „ა“ კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ნებართვა უფასოდ, მუდმივ საკუთრებაში გადაეცემათ. ტაქსის ნებართვის წლიური მოსაკრებელი დარჩება უცვლელი. ტაქსების ნებართვების ბაზრის მომსახურება განხორციელდება ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით, ნებართვით სარგებლობა შესაძლებელი იქნება როგორც ტაქსის მომსახურებით, ისე იჯარის, გირავნობის და რეალიზაციის ფორმით გადაცემით“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S