Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი - რუსეთის შეტევა მოგერიებულია 10 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის გენშტაბი - რუსეთის შეტევა მოგერიებულია 10 დასახლებულ პუნქტთან

29/11/2022 06:51:14 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 2 და დონეცკის ოლქის 8 დასახლებულ პუნქტთან.

უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა თავდაცვის ძალების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე განახორციელეს 9 სარაკეტო და 13 საავიაციო დარტყმა და 50-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. ფრონტის ყველა მიმართულებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები იყენებენ ტანკებს და არტილერიას. ისევ არსებობს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტებზე სარაკეტო დარტყმების საფრთხე.

გენშტაბის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებებით მოწინააღმდეგე თავდაცვით მოქმედებებთან ერთად განაგრძობს უკრაინის სამხედრო ძალების პოზიციების დაცხრილვას ნაღმმტყორცნებისა და რეაქტიული არტილერიის გამოყენებით. სარაკეტო დარტყმა იყო ქალაქ დნიპროს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ბოლო 24 საათში, თავდაცვის ძალების ავიაციამ 3 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე და ჩამოაგდო ორი თვითმფრინავი სუ-24 და სუ-25.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S