ჰავაის კუნძულებზე მსოფლიოში ყველაზე დიდი აქტიური ვულკანი ამოიფრქვა
29/11/2022 06:24:19 მსოფლიო
მსოფლიოში ყველაზე დიდი აქტიური ვულკანი, მაუნა ლოა ჰავაიზე თითქმის 40 წლის განმავლობაში პირველად, ამოიფრქვა.
აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ლავა ვულკანის ერთ მხარეს მიედინება და ამოფრქვევა საფრთხეს არ უქმნის დასახლებებს. მიუხედავად ამისა მოსახელობა გააფრთხილეს, ასევე ურჩიეს გადაამოწმონ ავიაკომპანიებთან ფრენები უხელოეს დღეებში.
ევაკუაციის ბრძანება ხელისუფლებას არ გაუცია.
1843 წლიდან მაუნა ლოა 33-ჯერ ამოიფრქვა, ბოლოს მსგავსი შემთხვევა 1984 წელს მოხდა.


