ზელენსკი: "გასულ კვირაში რუსულმა ძალებმა ხერსონი 258-ჯერ დაბომბეს"
29/11/2022 06:19:14 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გასულ კვირაში რუსულმა ძალებმა ხერსონი და ხერსონის რეგიონის 30 დასახლება გასულ კვირაში 258-ჯერ დაბომბეს.
ოქტომბერში რუსულმა ძალებმა უკან დაიხიეს მდინარე დნეპრის დასავლეთ ნაპირიდან, თუმცა განაგრძობენ ქალაქების, სოფლების და ქალაქ ხერსონის დაბომბვას, თავიანთი ამჟამინდელი განლაგების ადგილებიდან მეორე ნაპირზე.
28 ნოემბერს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ ხერსონს რუსეთის არტილერია ყოველდღიურად უტევს. ხერსონს ყველაზე დიდ ზარალს აყენებენ რუსეთის რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემები - ძირითადად საბრძოლო მანქანები BM-21, რომლებიც „გრადის“ ტიპის რაკეტებს ისვრიან.
"ქალაქი მოწყვლადია, ვინაიდან ის რუსეთის საარტილერიო სისტემების უდიდესი ნაწილის წვდომის ფარგლებში რჩება. რუსეთი ახლა ქალაქს ცეცხლს უშენს მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირიდან, ახალი თავდაცვითი ზღვრიდან" - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური.


