Accentnews.ge
"დაეხმარეთ უკრაინას": მამაკაცი მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის დროს ფეხბურთის მოედანზე შევარდა

"დაეხმარეთ უკრაინას": მამაკაცი მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის დროს ფეხბურთის მოედანზე შევარდა

29/11/2022 06:13:08 საზოგადოება

მამაკაცმა მაისურით წარწერით Save Ukraine ("დაეხმარეთ უკრაინას") შეირბინა ფეხბურთის მოედანზე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალია-ურუგვაის მატჩის დროს.

შემთხვევა მატჩის 51-ე წუთზე მოხდა.

მაისურზე, უკანა მხარეს ასევე ეწერა Respect for the Iranian Women („პატივისცემა ირანელ ქალებს“). აქტივისტი მოედანზე რამდენიმე წამით იმყოფებოდა, შემდეგ კი დაცვამ გაიყვანა. თამაში გაგრძელდა, რის შედეგადაც პორტუგალიამ ურუგვაი 2:0 დაამარცხა.

მამაკაცის ვინაობა დადგენილია - ის არის ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად იტალიელი აქტივისტი მარიო ფერი. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ის უკრაინაში მოხალისედ ჩავიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S