Accentnews.ge
ნახევარ მილიონზე მეტი მომხმარებლის მონაცემის გაჟონვისთვის "Meta" 277 მლნ დოლარით დააჯარიმეს

ნახევარ მილიონზე მეტი მომხმარებლის მონაცემის გაჟონვისთვის "Meta" 277 მლნ დოლარით დააჯარიმეს

28/11/2022 19:41:05 მსოფლიო

ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ, რომელიც ევროკავშირის კონფიდენციალურობის მთავარი დამკვირვებელია, აშშ-ის მულტინაციონალური ტექნოლოგიური კომპანია Meta ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის გაჟონვისთვის 277 მლნ დოლარით დააჯარიმა, – იუწყება Bloomberg.

გამოცემის ცნობით, გამოძიება ეხებოდა ჰაკერულ ვებსაიტზე პერსონალური ინფორმაციის გამოქვეყნებას Facbook-ის 533 მლნ მომხმარებლის შესახებ მთელ მსოფლიოში, მათი ტელეფონის ნომრებისა და ელექტრონული ფოსტის მისამართების ჩათვლით.

კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემა ჯერ კიდევ 2019 წელს აღმოფხვრეს.

გარდა ამისა, ჯარიმის გამოცხადების შემდეგ Meta-მ განაცხადა, რომ ადამიანების მონაცემების კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვა ფუნდამენტურია მათი ბიზნესის ფუნქციონირებისთვის და კომპანია სრულად თანამშრომლობს მარეგულირებლებთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S