მედია - რუსეთმა აშშ-სთან ბირთვული განიარაღების შესახებ დაგეგმილი მოლაპარაკებები გადადო
28/11/2022 14:14:05 მსოფლიო
რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ბირთვული განიარაღების შესახებ ამ კვირაში დაგეგმილი მოლაპარაკებები, ცალმხრივად გადადო , - იუწყება გაზეთი „კომერსანტი“ აშშ-ს საელჩოზე დაყრდნობით.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაში დაადასტურა, რომ ოფიციალურ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში მოლაპარაკებები ამ კვირაში აღარ გაიმართება.


