Accentnews.ge
ონლაინ აზარტული თამაშების მოწყობისთვის ნებართვის მიღება იქნება საჭირო

ონლაინ აზარტული თამაშების მოწყობისთვის ნებართვის მიღება იქნება საჭირო

28/11/2022 13:55:55 პოლიტიკა, საზოგადოება

სისტემურ-ელექტრონული ფორმის (ონლაინ) აზარტულ-მომგებიანი თამაშობების ორგანიზება ნებართვის გაცემას დაექვემდებარება.

შესაბამისი ცვლილებები შედის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში, რომლის ინიციატორი მთავრობაა.

კანონპროექტის მიხედვით, აზარტულ ონლაინ თამაშებზე ნებართვის სახეები შემოდის. კერძოდ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების, სათამაშო აპარატების თამაშობების, ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების სანებართვო საქმიანობები.

პროექტით, ონლაინ თამაშობებზე ნებართვა გაიცემა ფიზიკურად არსებული ნებართვის მფლობელებზე, როგორც დღეის მდგომარეობითაა, გარკვეული ცვლილებების გათვალისწინებით. კერძოდ კი, სამორინეს ნებართვის მფლობელზე – მხოლოდ ონლაინ სამორინეს ნებართვა, სათამაშო აპარატების სალონის ნებართვის მფლობელზე, მხოლოდ ონლაინ სათამაშო აპარატების ნებართვა, ტოტალიზატორზე – ონლაინ ტოტალიზატორის ნებართვა.

სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატის თამაშობების ორგანიზების ნებართვა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა, რისთვისაც გათვალისწინებულია შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი – თოთოეული სახეობის ნებართვისათვის, წელიწადში 100 000 ლარის ოდენობით.

პროექტის მიხედვით, წესდება ახალი სახის დარღვევებზე შესაბამისი ჯარიმები. კერძოდ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელი პირი სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაჯარიმდება 50 000 ლარით, ხოლო სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 20 000 ლარით.

დღეს მოქმედი კანონით, ონლაინ თამაშობის მოწყობის უფლება დამატებით ნებართვას არ საჭიროებს და აღნიშნულის შესაძლებლობა აქვს აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ნებართვის მფლობელს. ფიზიკურად არსებული სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელს უფლება აქვს, მოაწყოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით როგორც სამორინეს, ასევე სათამაშო აპარატების თამაშობები. ანალოგიურად, ფიზიკურად არსებული სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელს უფლება აქვს, მოაწყოს როგორც სათამაშო აპარატების ასევე, სამორინეს თამაშობები, ხოლო ფიზიკურად არსებული ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელს უფლება აქვს, მოაწყოს მხოლოდ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S