Accentnews.ge
ლაშა ხუციშვილი – იაფი მედიკამენტების საკითხის შესახებ: "ამ პროცესის დისკრედიტაცია ვერ იქნება რეაგირების გარეშე დატოვებული"

ლაშა ხუციშვილი – იაფი მედიკამენტების საკითხის შესახებ: "ამ პროცესის დისკრედიტაცია ვერ იქნება რეაგირების გარეშე დატოვებული"

28/11/2022 12:39:31 პოლიტიკა, საზოგადოება

"დაახლოებით 80 მილიონი ლარია ის დანაზოგი, რაც მედიკამენტების მომხმარებელმა არასრულ წელზე აღნიშნულ სექტორში მიიღო, ხოლო სრულ წრეზე რომ გავიანგარიშოთ, დაახლოებით, 200 მილიონ ლარს შეადგენს შეღავათი და შესაბამისად, ამ პროცესის დისკრედიტაცია ვერ იქნება რეაგირების გარეშე დატოვებული",,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ "პსპ"-ს აფთიაქისა და იაფი მედიკამენტების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის თქმით, მსგავსი ინფორმაცია არსებობს და მისი დადასტურების შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება.

„ბუნებრივია, როდესაც ასეთი ინფორმაცია არსებობს ასეთ სენსიტიურ თემასთან მიმართებით, რომელიც ეხება წამლების ფასს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი რამე არ ხდებოდეს. ეს ეხება თითოეულ ადამიანს, ვინც ყიდულობს მედიკამენტებს საქართველოში და შესაბამისად, როდესაც ითვლება, რომ კომპეტენტური ადამიანები გარკვეულ რჩევას აძლევენ პაციენტს, მნიშვნელოვანია, რომ ეს რჩევა იყოს ისეთი, რაც საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, ასეთი ინფორმაცია, ბუნებრივია, იქნება გადამოწმებული, ეს არ არის ერთი ადამიანის მიერ ნათქვამი ინფორმაცია, ეს არის ინფორმაცია, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული, რომ ასეთი ფაქტები ფიქსირდება. შესაბამისად, ასეთ ფაქტებთან მიმართებით ჯანდაცვის სამინისტროს ექნება ძალიან მკაცრი რეაგირება“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მანამდე, პრემიერმა განაცხადა, რომ "პსპ"- ს აფთიაქებში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი":

"კომპანია "პსპ" მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ცდილობს, გვაქვს ინფორმაცია რომ ამ ქსელის აფთიაქებში არის გაცემული დავალება, რომ გამყიდველმა მომხმარებელს კითხოს - რომელი წამალი გნებავთ, ხარისხიანი თუ უხარისხო და იაფიანი თურქული. ამ გზით ცდილობენ, წაიღონ ის 200 მილიონი, რომელსაც წამლების ფასის კლების შედეგად ჩვენი მოსახლეობა ზოგავს. განმეორების შემთხვევაში ამას მოყვება ძალიან მკაცრი რეაგირება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S