კიევში ევროპის შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ
28/11/2022 12:33:09 მსოფლიო
კიევში ევროპის შვიდი ქვეყნის – ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ.
ვიზიტის ამსახველ ერთობლივ ფოტოს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ჩვენ ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიისა და შვედეთის მინისტრები, დღეს კიევში ჩამოვედით, რომ დავუდასტუროთ უკრაინას სრული სოლიდარობა. რუსული რაკეტების წვიმისა და ბარბაროსული სისასტიკის მიუხედავად, უკრაინა გაიმარჯვებს“, – წერს რინკევიჩი სოციალურ ქსელში.


