
პრემიერი: "კომპანია "პსპ" მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ცდილობს"
28/11/2022 10:20:30 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართევლოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ "კომპანია "პსპ" მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ცდილობს". ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"კომპანია "პსპ" მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ცდილობს, გვაქვს ინფორმაცია რომ ამ ქსელის აფთიაქებში არის გაცემული დავალება, რომ გამყიდველმა მომხმარებელს კითხოს - რომელი წამალი გნებავთ, ხარისხიანი თუ უხარისხო და იაფიანი თურქული. ამ გზით ცდილობენ, წაიღონ ის 200 მილიონი, რომელსაც წამლების ფასის კლების შედეგად ჩვენი მოსახლეობა ზოგავს. განმეორების შემთხვევაში ამას მოყვება ძალიან მკაცრი რეაგირება", – აცხადებს პრემიერი.