Accentnews.ge
თურქეთი უპილოტო გამანადგურებლების სერიული წარმოებისთვის ემზადება

თურქეთი უპილოტო გამანადგურებლების სერიული წარმოებისთვის ემზადება

28/11/2022 10:20:59 მსოფლიო

თურქეთი უპილოტო გამანადგურებლების სერიული წარმოების დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

"სამამულო წარმოების Kızılelma-ს სერიული გამოშვების დაწყებას 2023 წლის ბოლოსთვის ვვარაუდობთ" - ციტირებს თურქ ლიდერს სააგენტო "Anadolu".

რეაქტიული ძრავით აღჭურვილი "Bayraktar Kızılelma" პირველად მიმდინარე წლის აგვისტოში, ქალაქ სამსუნში გამართულ საავიაციო-კოსმოსურ ფესტივალზე "Teknofest Karadeniz" იქნა წარმოდგენილი.

ამ მოდელს ძალუძს აფრენა მოკლე ასაფრენი ზოლის მქონე ხომალდებიდან, მათ შორის - თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ფლაგმან "TCG Anadolu"-დან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S