
ღარიბაშვილი: "პირველი იანვრიდან კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის დეკრეტული შვებულების თანხა გაორმაგდება"
28/11/2022 10:13:22 პოლიტიკა, საზოგადოება
"პირველი იანვრიდან კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის დეკრეტული შვებულების თანხა 2000 ლარი იქნება", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დეკრეტული შვებულებების საკითხი საკმაოდ პრობლემატური იყო.
"პირველი იანვრიდან 1 000 ლარის ნაცვლად გახდება 2 000 ლარი. მანამდე გახსოვთ, რომ სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში, გავითვალისწინეთ ზრდა და მომდევნო წლიდან, სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ. ახლა უკვე კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გადავწყვიტეთ და ეს დახმარება იქნება 2 000 ლარი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.