Accentnews.ge
Вoeing-მა უკრაინას მაღალი სიზუსტის მცირეგაბარიტული ბომბების მიწოდება შესთავაზა

Вoeing-მა უკრაინას მაღალი სიზუსტის მცირეგაბარიტული ბომბების მიწოდება შესთავაზა

28/11/2022 08:22:37 მსოფლიო

პენტაგონი განიხილავს Вoeing-ის წინადადებას უკრაინისთვის მაღალი სიზუსტის მცირეგაბარიტული ბომბების მიწოდების თაობაზე, რომლებიც კიევს მტრის ზურგში დარტყმების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს, - იუწყება სააგენტო "Reuters" იმ დოკუმენტზე დაყრდნობით, რომელიც ევროკავშირში აშშ-ის სარდლობისადმი Boeing-ის წინადადებებს ასახავს.

საუბარია სახმელეთო ბაზირების, მცირე დიამეტრის ბომბ GLSDB-ზე, რომელიც უკრაინას შესაძლოა, უკვე 2023 წლის გაზაფხულზე მიეწოდოს, - დაუდასტურა სააგენტოს სამმა წყარომ.

GLSDB-ს ფრენის სიშორე 150 კმ-ია, რაც კიევს იმ სამიზნეების განადგურების შესაძლებლობას მისცემს, რომელიც მისთვის ადრე ხელმიუწვდომელი იყო. გარდა ამისა, ეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კონტრშეტევის გაგრძელებაში დაეხმარება, - წერს სააგენტო.

გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, GLSDB GPS-ის მეშვეობით იმართება, გამოიყენება ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში და ჯავშნის განადგურება ძალუძს.

ამ ბომბს Boeing-თან ერთობლივად შვედური კომპანია SAAB AB 2019 წლიდან აწარმოებს. GLSDB-ის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ სარაკეტო ძრავა M26 საკმაოდ გავრცელებულია, ხოლო ბომბი GBU-39 დაახლოებით $40 000 ღირს, რაც წარმოებას საკმაოდ ბიუჯეტურს ხდის.

ოქტობერში SAAB-ში განაცხადეს, რომ კომპანია GLSDB-ს შესყიდვებზე კონტრაქტს ელოდა.

Boeing-ის ზემოთ ხსენებული წინადადება ერთ-ერთია უკრაინისა და აშშ-ის აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეებისთვის შეიარაღებულის ახალი წარმოების ამოქმედების შესახებ 10-მდე არსებულ გეგმას შორის, - აცნობეს სააგენტოს მისმა წყაროებმა.

ცნობისთვის: ორიოდ დღის წინ "The New York Times"-ი წერდა, რომ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სამხედრო მარაგები ნელ-ნელა ილევა, რუსეთთან კონფლიქტის განგრძობადი ხასიათის პირობებში უკრაინის საჭიროებები კი მზარდია და ნატო-ს 30 ქვეყნიდან 20-მა კიევისთვის შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესაძლებლობები უკვე ამოწურა. ეს, უპირველესად, შედარებით მცირე ქვეყნებს ეხებათ, თორემ მსხვილ სახელმწიფოებს უკრაინის დახმარებისთვის კვლავ საკმარისი რესურსები გააჩნიათ, - განმარტავდა გამოცემა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S