Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა: "ხერსონი კვლავ დაუცველია და მძიმე დაბომბვას ექვემდებარება"

ბრიტანული დაზვერვა: "ხერსონი კვლავ დაუცველია და მძიმე დაბომბვას ექვემდებარება"

28/11/2022 08:16:28 მსოფლიო

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებით, მიუხედავად ხერსონის გათავისუფლებისა, ის კვლავ დაუცველია და მძიმე დაბომბვას ექვემდებარება.

"მიუხედავად იმისა, რომ უკრაინულმა ძალებმა 2022 წლის 11 ნოემბერს, სამხრეთ უკრაინაში, ქალაქი ხერსონი გაათავისუფლეს, ის რუსული ძალების მხრიდან კვლავ მძიმე დაბომბვას ექვემდებარება", - აცხადებს ბრიტანული დაზვერვა.

მისი ცნობით, მხოლოდ 24 ნოემბერს, ხერსონის ოლქში 10 ადამიანი დაიღუპა, 27 ნოემბერს კი რეგიონში 54 დაბომბვა დაფიქსირდა, რაც სამინისტროს თქმით, დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ერთ დღეში.

გუშინ ბრიტანეთის დაზვერვის სამსაურმა განაცხადა, რომ რუსული ძალები დონეცკში, სოფელ პავლოვკასთან ახლოს ფრონტის ხაზის გარღვევას ცდილობენ. ანალიტიკოსების თქმით, სავარაუდოდ, რუსეთის ჯარებს სურთ ფრონტის ამ სექტორის ხელში ჩაგდება, რათა დონბასის ჩრდილოეთით შეტევა გააგრძელონ. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ სოფელ პავლოვკას და ქალაქ უგლედართან მდებარე ტერიტორია ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინტენსიური ბრძოლების ადგილი იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S