Accentnews.ge
"გაზპრომმა" "ჩრდილოეთ ნაკადებისთვის" გაზის მიწოდების კონსერვაცია გადაწყვიტა

"გაზპრომმა" "ჩრდილოეთ ნაკადებისთვის" გაზის მიწოდების კონსერვაცია გადაწყვიტა

28/11/2022 08:00:04 მსოფლიო

რუსეთის გაზის მონოპოლისტმა "გაზპრომმა" გადაწყვიტა, დააკონსერვოს დანადგარები საკომპრესორო სადგურებზე "პორტოვაია" და "სლავიანსკაია", რომლებიც გაზის "ჩრდილოეთ ნაკადი-1"-ისა და "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ისთვის მიწოდებას უზრუნველყოფდნენ, - წერს გამოცემა "Коммерсантъ"-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის რესპონდენტების ინფორმაციით, "გაზპრომი" დანადგარების სხვა ადგილზე გადატანას არ აპირებს და სადგურებზე დატოვებს, რათა საჭიროების შემთხვევაში გაზის მოკლე ვადებში გაშვება იყოს შესაძლებელი.

სადგურების კონსერვაციის სამუშაოები შესაძლოა, 3–5 თვემდე გაჭიანურდეს, ხოლო ხარჯებმა 2–3 მლრდ რუბლს მიაღწიოს, - ამბობს ენერგეტიკისა და ფინანსების ინსტიტუტის ექსპერტი სერგეი კონდრატიევი. მისი განმარტებით, ეს ლოგიკური ნაბიჯია, რადგან მილსადენების მოქმედების მალე განახლება მოსალოდნელი არაა, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ "გაზპრომი" უნიკალურ აგრეგატებს "პორტოვაიადან" ვერსად გადაიტანს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S