Accentnews.ge
ISW –რუსი სამხედროები ნათლად ხედავენ, რომ უკრაინულ ძალებს შეუძლიათ, გადალახონ მდინარე დნეპრი

ISW –რუსი სამხედროები ნათლად ხედავენ, რომ უკრაინულ ძალებს შეუძლიათ, გადალახონ მდინარე დნეპრი

28/11/2022 06:34:32 მსოფლიო

"ომის კვლევის ინსტიტუტის" (ISW) ინფორმაციით, რუსი სამხედროები ნათლად ხედავენ, რომ უკრაინულ ძალებს შეუძლიათ, გადალახონ მდინარე დნეპრი და კონტრშეტევითი ოპერაციები განახორციელონ ხერსონის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას კრიტიკულ სახმელეთო კომუნიკაციებს ყირიმთან.

ISW-ის შეფასებით, "რუსული ჯარები ან თავდაცვისთვის ემზადებიან ან ოპერაციული/სტრატეგიული შეფერხების ოპერაციებისთვის".

"რუსებმა, შესაძლოა, თავდაცვის ნაცვლად, მდინარე დნიპროს აღმოსავლეთით უკრაინული ძალების შეტევის შენელება სცადონ. სავარაუდოდ, ისინი მანამ ეცდებიან ამის გაჭიანურებას, სანამ არ შეძლებენ პოზიციების მეტად გამყარებას, რათა უკრაინელები შეაჩერონ მეორეული და მესამეული თავდაცვითი ხაზების გარღვევისგან, რომელიც ყირიმსა და დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში კრიტიკულ სახმელეთო საკომუნიკაციო ხაზებს იცავს", – აცხადებს ISW.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S