სუნაკი: "ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით მანამ, ვიდრე ეს საჭირო იქნება"
28/11/2022 06:27:24 მსოფლიო
ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი აცხადებს, ლონდონი მანამ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭირო იქნება. როგორც ბრიტანული მედია იუწყება, ამის შესახებ ნათქვამია პრემიერის სიტყვაში, რომელსაც იგი დღეს წაიკითხავს.
"ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით მანამ, ვიდრე ეს საჭირო იქნება. ბრიტანეთი შეინარჩუნებს ან გაზრდის სამხედრო დახმარებას მომავალ წელს. უკრაინელი ხალხისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად, ჩვენ კიევს საჰაერო თავდაცვის კუთხით ახალ მხარდაჭერას გავუწევთ, უკრაინის დაცვით ჩვენ ვიცავთ საკუთარ თავს“,–აცხადებს სუნაკი.


