Accentnews.ge
შოლცი: "რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს ვერ მოიგებს"

შოლცი: "რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს ვერ მოიგებს"

28/11/2022 05:53:06 მსოფლიო

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს ვერ მოიგებს.

მისი თქმით, გერმანია უკრაინას ეხმარება როგორც ფინანსურად და ჰუმანიტარულად, ისე თავდაცვის მიმართულებით.

"მხარდაჭერის გათვალისწინებით სულ უფრო აშკარა ხდება, რომ რუსეთმა არამხოლოდ არ უნდა მოიგოს ეს ომი, არამედ ვერც მოიგებს", - აღნიშნა შოლცმა.

მისი განცხადებით, გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S