
კაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილ მეუღლეს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, გარდაიცვალა
26/11/2022 09:05:44 საზოგადოება
კაცი, რომელმაც ყოფილ მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. მას 70%-იანი დამწვრობა ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. როგორც კლინიკაში განმარტავენ, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და წუხელ გარდაიცვალა.
24 ნოემბერს თერჯოლაში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ლეონიდე ზვიადაძემ ყოფილ ცოლს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, შემთხვევის დროს კი დაზიანებები თავადაც მიიღო. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა – 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განხრახ მკვლელობას გულისხმობს.