
მოსკოვში ქართული კულტურის დღეები გაიმართება
25/11/2022 17:10:57 საზოგადოება
11-13 დეკემბერს მოსკოვში ქართული კულტურის დღეების გამართვა იგეგმება. ორგანიზატორი რუსეთში მცხოვრები ქართველების გაერთიანება, " ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიაა."
მათი ცნობით, ქართული კულტურის დღეების ფარგლებში გაიმართება კონფერენცია მიგრაციისა და ტრანსპორტის საკითხებზე, ქართული დიასპორის ასოციაციების ხელმძღვანელების შეხვედრები, ასევე გამოფენები, ქართული კულინარიის მასტერ-კლასები და ლექციები. ღონისძიება დასრულდება კონცერტით "ჩვენ ერთად". მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე რუსი შემსრულებლები და ქორეოგრაფიული ანსამბლები.
კონცერტში მონაწილეთა სიას ქართული დიასპორის ორგანიზაცია ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს და წერს, რომ დამატებითი დეტალები პროგრამის შესახებ 1 დეკემბრიდან ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
ღონისძიების ორგანიზატორი ორგანიზაციის პრეზიდენტი 1982 წელს ბათუმში დაბადებული დავით ცეცხლაძეა.