Accentnews.ge
რა საკითხები განიხილა დარჩიაშვილმა თავის ესპანელ კოლეგასთან

რა საკითხები განიხილა დარჩიაშვილმა თავის ესპანელ კოლეგასთან

25/11/2022 17:05:25 ევროპა, პოლიტიკა

მადრიდში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროკავშირისა და თანამშრომლობის მინისტრს, ხოსე მანუელ ალბარესს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის "არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული".

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის.

"2023 წელს ესპანეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გათვალისწინებით, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხს. საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების მიმდინარეობასა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობას. ილია დარჩიაშვილმა ხოსე მანუელ ალბარესთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ესპანეთის მტკიცე მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია",– ვკითხულობთ ოფიციალურ ინფორმაციაში.

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-ნატოს თანამშრომლობაზე და საქართველოს როლსა და კონტრიბუციაზე საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში:

"შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობისა და ურთიერთმხარადაჭერის შესახებ. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებულ მჭიდრო კულტურულ და ეკონომიკურ კავშირებს. ილია დარჩიაშვილმა 2023 წლისთვის ესპანელი კოლეგა საქართველოში მოიწვია“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S