Accentnews.ge
ჩავუშოღლუ: „შუა სატრანსპორტო დერეფნის“ მნიშვნელობა იზრდება"

ჩავუშოღლუ: „შუა სატრანსპორტო დერეფნის“ მნიშვნელობა იზრდება"

25/11/2022 13:09:32 მსოფლიო

„შუა სატრანსპორტო დერეფნით“ ტვირთების გადაზიდვის მოცულობა მიმდინარე წელს 2021 წლის მაჩვენებელს ექვსჯერ გადააჭარბებს. იმისათვის, რომ ეს შანსი ჩვენი ქვეყნებისთვის სრულად გამოვიყენოთ, მნიშვნელოვანია ვაჭრობისა და კომუნიკაციის ბარიერების მოხსნა,– ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აქტაუში თურქეთის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ტრანსპორტისა და საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრის გახსნაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი მოცულობის ტვირთების ტრანსპორტირება ხდება აზიასა და ევროპას შორის, ხოლო „შუა სატრანსპორტო დერეფანი“ რჩება ტვირთების გადაზიდვის უმოკლეს და მომგებიან მარშრუტად.

ჩავუშოღლუმ ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდის სამ მნიშვნელოვან მოვლენაზე, რომლებმაც გაზარდა გეოპოლიტიკური პროცესების მნიშვნელობა. კერძოდ, მისი თქმით, არის შეფერხებები საქონლის მიწოდების ჯაჭვებში, რაც ზრდის უსაფრთხო და მდგრადი სატრანსპორტო კავშირების მნიშვნელობას, რაც ამ ფაქტორს კონკურენციის მნიშვნელოვან კომპონენტად აქცევს. მეორე –დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, რამაც გლობალური სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია და მესამე – წინააღმდეგობები აშშ-სა და ჩინეთს შორის ღრმავდება. მისი თქმით, მსოფლიოს ორი უმსხვილესი ეკონომიკა ეძებს გზებს პროდუქტების ურთიერთჩანაცვლებისთვის.

ამასთან, ჩავუშოღლუმ აღნიშნა ზანგეზურის დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობა ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიას, აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობისთვის. საუბარია დერეფანზე, რომელიც აზერბაიჯანს თავის ექსკლავთან – ხანჭევანთან აკავშირებს, ნახჭევანს კი სახმელეთო საზღვარი აქვს თურქეთთან. ხსენებული დერეფანი სომხურ რეგიონ სიუნიკზე გაივლის. დერეფნის გახსნის საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S