Accentnews.ge
ალიევი: "საფრანგეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას სამშვიდობო პროცესში, ეს არა ჩვენი, არამედ მათი ბრალია"

ალიევი: "საფრანგეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას სამშვიდობო პროცესში, ეს არა ჩვენი, არამედ მათი ბრალია"

25/11/2022 12:48:31 მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ საფრანგეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას ბაქოსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ამიტომ 7 დეკემბერს ბრიუსელში დაგეგმილი ოთხმხრივი შეხვედრა ემანუელ მაკრონისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მონაწილეობით არ შედგება. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა ბაქოში საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ემანუელ მაკრონმა გააკრიტიკა აზერბაიჯანი და დაადანაშაულა ბაქო იმაში, რაც მას არ ჩაუდენია. აღნიშნულის შემდეგ საფრანგეთის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც აზერბაიჯანისთვის აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. ახლა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა კიდევ ერთი ანტიაზერბაიჯანული რეზოლუციის მიღებისთვის ემზადება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საფრანგეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას სამშვიდობო პროცესში. ეს არა ჩვენი, არამედ მათი ბრალია, რადგან არც აშშ-ს და არც რუსეთს არასდროს ოფიციალურ დონეზე არ დაუკავებიათ ვინმეს მხარე. ეს ნიშნავს, რომ 7 დეკემბერს შეხვედრა არ შედგება. ჩვენ განვიხილავთ სხვა ალტერნატივებს“, – განაცხადა ალიევმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S