Accentnews.ge
კლევერლი – ზელენსკის: "ბრიტანეთი მხარს დაგიჭერთ მოქმედებით და არამხოლოდ სიტყვებით"

კლევერლი – ზელენსკის: "ბრიტანეთი მხარს დაგიჭერთ მოქმედებით და არამხოლოდ სიტყვებით"

25/11/2022 12:23:36 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიმს კლევერლის განცხადებით, ბრიტანეთი უკრაინას მხარს დაუჭერს მოქმედებით და არამხოლოდ სიტყვებით.

"გაერთიანებული სამეფო მხარს დაგიჭერთ მოქმედებით და არამხოლოდ სიტყვებით. მე დღეს ამას დაგპირდით. გაერთიანებული სამეფო ამ პირობას შეასრულებს", -განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კლევერლის თქმით, მხოლოდ სიტყვები საკმარისი არ არის, რადგან სიტყვები რუსული რაკეტების წინააღმდეგ ვერ იმოქმედებს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში დღეს ჩავიდა. მან უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა, რომელიც მოიცავს სასწრაფო დახმარების 24 მანქანას, 11 სპეცმანქანას, 6 ჯავშანმანქანას და ასევე 3 მილიონი ფუნტი სტერლინგის დაფინანსებას, რომელიც კლევერლის თქმით, უკრაინას ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმარება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S