Accentnews.ge
რუსეთში მამაკაცმა სამი ადამიანის მკვლელობის შემდეგ თავი მოიკლა

რუსეთში მამაკაცმა სამი ადამიანის მკვლელობის შემდეგ თავი მოიკლა

24/11/2022 17:24:05 მსოფლიო

რუსეთის სამხრეთში, კრასნოდარის ოლქის ქალაქ კრიმსკის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში უცნობმა მამაკაცმა სამი ადამიანი მოკლა, რის შემდეგაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, - იუწყება რუსული მედია.

სროლის შედეგად ბოროტმოქმედმა სამი ადამიანი სასიკვდილოდ დაჭრა, კიდევ ერთი დაჭრილი ცეცხლნასროლი ჭრილობით კლინიკაშია გადაყვანილი, - იუწყება საგამოძიებო კომიტეტი.

გარდაცვლილთაგან ორი ცენტრის თანამშრომელია, რომელთაც თავდამსხმელი მანამდე იცნობდა. მათი მკვლელობის შემდეგ მამაკაცი ქუჩაში გავიდა და გამვლელებს გაუხსნა ცეცხლი.

წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი 66 წლის ადგილობრივი ვლადიმირ ჟიროვია, რომელმაც ცოტა ხნით ადრე ყოფილ ცოლთან სამწლიანი სასამართლო დავა წააგო. სასამართლო პროცესის დასრულების დღიდან იგი ექს-მეუღლეს უთვალთვალებდა და ემუქრებოდა.

დღესაც ჟიროვი სავაჭრო ცენტრში შეჰყვა ქალს, რომელიც შენობაში დახმარების სათხოვნელად შევარდა. მალევე მან სროლა ატეხა.

ამის შემდეგ მამაკაცი მანქანაში ჩაჯდა, გადაადგილდა იმ ბინამდე, რომელიც სასამართლო დავის საგანს წარმოადგენდა და იქ მოიკლა თავი.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 105-ე (მკვლელობის) მუხლითაა აღძრული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S