Accentnews.ge
კრემლმა მედიას რუსეთიდან მოქალაქეთა და ბიზნესის მასობრივი ემიგრაციის ხსენება აუკრძალა

კრემლმა მედიას რუსეთიდან მოქალაქეთა და ბიზნესის მასობრივი ემიგრაციის ხსენება აუკრძალა

24/11/2022 17:05:19 მსოფლიო

კრემლმა სახელისუფლებო მედიას რუსეთიდან მოქალაქეთა მასობრივი გასვლის ხსენება აუკრძალა. აკრძალვა მოქმედებს ბიზნესის რუსეთიდან რელოკაციის შესახებ ინფორმაციაზეც, - იუწყება The Moscow Times.

არაოფიციალური მონაცემებით, პრეზიდენტ პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ქვეყანა 700 ათასიდან 1 მილიონამდე მოქალაქემ დატოვა, რომელთა უმრავლესობას მამაკაცები შეადგენენ.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მარტო სექტებერში ქვეყანაში მუშა-ხელის ოდენობა 600 ათასით შემცირდა. რუსეთმა დაკარგა, მათ შორის, წამყვანი პროგრამისტების 23%-ზე მეტი, სახელმწიფო და კერძო კლინიკებმა კი - ყველაზე მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.

გაიდარის კვლევითი ინსტიტუტი ქვეყანაში საკადრო შიმშილს აფიქსირებს, რომლის მასშტაბი რეკორდულია რუსეთის მთელი თანამედროვე ისტორიის განმავლობაში.

სსრკ-ის დაშლის დროიდან რეკორდულადაა გაზრდილი მოქალაქეთა ემიგრაცია ისრაელშიც: წლის დასაწყისიდან ნოემბრის დასაწყისის ჩათვლით პერიოდში რეპატრიაციის პროგრამით მიღებული პასპორტების რაოდენობა ერთბაშად 400%-ითაა გაზრდილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S