Accentnews.ge
პუტინმა რობოტების წარმოების შესწავლა ბრძანა

პუტინმა რობოტების წარმოების შესწავლა ბრძანა

24/11/2022 16:39:40 მსოფლიო

რუსეთი მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა სახელმწიფოებს საწარმოო რობოტების დანერგვის სფეროში. ამის კონსტატაცია კონფერენციაზე "ხელოვნური ინტელექტის მსოფლიოში მოგზაურობა" პრეზიდენტმა პუტინმა მოახდინა.

მისივე თქმით, პრობლემის გადასაჭრელად მთავრობას სამამულო წარმოების რობოტექნიკის განვითარების პროექტის ამოქმედება დაევალა.

"წარმატებისთვის აუცილებელია მეცნიერების თანამშრომლობა ბიზნესთან. გარდა ამისა, რუსეთს ბრიჩს-ის ქვეყნებთან [ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა - რედ.] თანამშრომლობის იმედი აქვს" - აღნიშნა პუტინმა.

რობოტექნიკის საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, რუსეთში ყოველ 10 ათას მუშაზე სულ 6 საწარმოო რობოტი მოდის, რაც უღარიბესი ქვეყნების (ფილიპინები, ინდონეზია) მაჩვენებლებს შეესაბამება.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთში უცხოური რობოტექნიკის მიწოდება შეწყდა, სამამულო წარმოება კი ჩანასახოვან მდგომარეობაშია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S