
რას მოიცავს ერდოღანისა და პუტინის 10–პუნქტიანი შეთანხმება
22/10/2019 18:40:14 სხვა, მსოფლიო
სირიის საკითხზე რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების ორმხრივი შეხვედრა სოჭში, ურთიერთგაგების მემორანდუმით დასრულდა. მხარეები 10-პუნქტიან გეგმაზე შეთანხმდნენ:
- ორივე მხარე ადასტურებს მის ვალდებულებას სირიის პოლიტიკური ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართ;
- ისინი ხაზს უსვამენ მათ მტკიცე პოზიციას ებრძოლონ ტერორიზმის ყველა ფორმას და სირიის ტერიტორიაზე წინ აღუდგნენ სეპარატისტულ მისწრაფებებს;
- ამ კონტექსტში არსებული სტატუს-კვო ოპერაციის ამჟამინდელ რაიონში, თელ-აბიადსა და რას ალ-აინს შორის, 32 კილომეტრი სიღრმით, შენარჩუნდება;
- ორივე მხარე ადასტურებს ადანის შეთანხმების მნიშვნელობას. რუსეთი ხელს შეუწყობს ადანის შეთანხმებას ამჟამინდელ პირობებში;
- 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან დაწყებული, სირიის ტერიტორიაზე, სირია-თურქეთის საზღვართან, მშვიდობის წყაროს ოპერაციის მიღმა ტერიტორიაზე, განთავსდება რუსული სამხედრო პოლიცია და სირიის სასაზღვრო სამსახური. ისინი ხელს შეუწყობენ ქურთების ფორმირებებისა და მათი შეიარაღების გაყვანას, სირია-თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრის მოშორებით, რომელიც უნდა დასრულდეს 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან, 150 საათის შემდეგ . ამ მომენტიდან დაიწყება რუსეთ-თურქეთის ერთობლივი პატრულირება, საზღვრიდან 10 კილომეტრის სიღრმეში. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, მშვიდობის წყაროს ოპერაციის რაიონიდან, გარდა ქალაქ ქამიშლისა;
- ქურთების ყველა დანაყოფი და მათი შეიარაღება გამოყვანილ უნდა იქნას მანბიჯიდან და თალ რიფათიდან;
- ორივე მხარე მიიღებს აუცილებელ ზომებს ტერორისტული ელემენტების აღმოფხვრისა და ინფილტრაციისთვის;
- სირიაში ლტოლვილთა უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნებისთვის ხელის შესაწყობად ერთობლივი ძალისხმევა იქნება მიღებული;
- აღნიშნული მემორანდუმის მიმოხილვისა და კოორდინაციისთვის შეიქმნება ერთობლივი მექანიზმი მონიტორინგისა და ვერიფიკაციისთვის;
- ორივე მხარე განაგრძობს სირიის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაჭრის მექანიზმის ძიებას, ასტანის მექანიზმის ფარგლებში და მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო კომიტეტის საქმიანობას.