Accentnews.ge
ესტონეთის მთავრობას 244 საბჭოთა ძეგლის დემონტაჟის რეკომენდაციით მიმართავენ

ესტონეთის მთავრობას 244 საბჭოთა ძეგლის დემონტაჟის რეკომენდაციით მიმართავენ

24/11/2022 12:44:10 მსოფლიო

ესტონეთის სახელმწიფო კანცელარიაში შექმნილმა საბჭოთა ძეგლების შემსწავლელმა სამუშაო ჯგუფმა ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართა, დაანგრიოს ან შეცვალოს ქვეყანაში არსებული 322-დან 244 საბჭოთა მონუმენტი. მანამდე ესტონეთის მთავრობამ გაითვალისწინა ჯგუფის რეკომენდაცია და უკვე მოახდინა 56 ძეგლის დემონტაჟი.

დანარჩენი 74 საბჭოთა ძეგლი ნეიტრალურად იქნა მიჩნეული, ხოლო კიდევ 4 ძეგლის ბედი უფრო ფართო დისკუსიის შედეგად გაირკვევა. ასეთია, მაგალითად, ტალინში მდებარე მაარიამიაეს მემორიალი და ბრინჯაოს ჯარისკაცის ძეგლი, რომელიც ტინისმიაგის ბორცვზე 1947 წელს აიგო და რომელიც 2007 წელს ტალინის განაპირას, სამხედრო სასაფლაოზე გადაიტანეს.

ესტონეთის ტერიტორიაზე დარჩენილი საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა აღშფოთებას იწვევს.

მიმდინარე წლის 16 აგვისტოს ინჟინრებმა ნარვის ერთ-ერთ მემორიალზე საბჭოთა ტანკ Т-34-ის დემონტაჟი განახორციელეს. ნარვა ძირითადად რუსულენოვანი ქალაქია და მთავრობის განცხადებას, რომ ტანკის გადატანას აპირებს, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა უკმაყოფილება მოჰყვა. ამიტომ ძეგლის დემონტაჟი დიდი რაოდენობით პოლიციისა და უშიშროების ძალების თანამშრომელთა მონაწილეობით განხორციელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S