Accentnews.ge
ევროპარლამენტარებმა ჩეჩნეთის პოლკ "ჩრდილოეთის" ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარება მოითხოვეს

ევროპარლამენტარებმა ჩეჩნეთის პოლკ "ჩრდილოეთის" ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარება მოითხოვეს

24/11/2022 12:40:06 მსოფლიო

ევროპარლამენტარებმა რუსეთის შესახებ მიღებულ რეზოლუციაში მოითხოვეს, რომ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანონ ახმატ კადიროვის სახელობის 141-ე სპეციალური მოტორიზებული პოლკი, რომელიც პოლკ „ჩრდილოეთის“ სახელით არის ცნობილი. ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტის დეპუტატების მიერ 23 ნოემბრის სხდომაზე მიღებულ რეზოლუციაში, რომლითაც რუსეთს ტერორიზმის ხერშემწყობ სახელმწიფოდ ცნობენ.

როგორც ევროპარლამენტის პრეს–რელიზიდან ირკვევა, ამ სიაში ასევე შედის ასევე კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი“ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სხვა შეიარაღებული ჯგუფები.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა პირველად ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინასთან საომრად ქმნის მამის ახმატ კადიროვის სახელობის ახალ ჩეჩნურ ბატალიონებს: "ჩრდილოეთი-ახმატი", "სამხრეთი-ახმატი", "დასავლეთი-ახმატი" და "აღმოსავლეთი-ახმატი", რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯარების შემადგენლობას შეავსებენ. ჩეჩენთა ქვედანაყოფები უკრაინის წინააღმდეგ ომში მანამდეც აქტიურად იყვნენ ჩართული.

აპრილში უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჩეჩნეთში შექმნილი 141-ე სპეციალური მოტორიზებული პოლკი ქალაქებში ბუჩაში, ირპენსა და გოსტომელში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში მონაწილეობდა. უკრაინის ტერიტორიაზე 141 პოლკის საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა არაერთხელ დაადასტურა ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S