Accentnews.ge
ლაიენი: "ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს"

ლაიენი: "ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს"

24/11/2022 11:23:02 მსოფლიო

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისი თქმით, სანქციების მზადება რუსეთის უკრაინაზე ბოლოდროინდელ თავდასხმას მოყვა.

"ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ რუსეთს ზიანი მივაყენოთ და შევამციროთ უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოების შესაძლებლობა. და დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ მთელი სისწრაფით ვმუშაობთ სანქციების მეცხრე პაკეტზე", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ფინეთში გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

მისი თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვარი ძალიან მალე დამტკიცდება.

"ჩვენ არ დავისვენებთ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს პუტინზე და მის უკანონო და ბარბაროსულ ომზე", - დასძინა ლაიენმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S