Accentnews.ge
სერბეთმა და კოსოვომ საავტომობილო ნომრების საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს

სერბეთმა და კოსოვომ საავტომობილო ნომრების საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს

24/11/2022 11:13:56 მსოფლიო

სერბეთმა და კოსოვომ საავტომობილო ნომრების საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

სამანქანო ნომრების საკითხზე დავა გრძელდებოდა მიმდინარე წლის ივნისიდან, როცა კოსოვოს მმართველებმა გამოაცხადეს, რომ აპირებდნენ აღარ ეცნოთ სერბეთში გაცემული ნომრები კოსოვოს მცხოვრებთათვის, ეთნიკური სერბებისთვის. ეს შეზღუდა შესაძლოა, 10 ათასამდე ადამიანს შეხებოდა. კოსოვოს ჩრდილოეთში მდებარე სერბებით დასახლებულ რაიონებში მღელვარება დაიწყო. კოსოვოს მმართველების გადაწყვეტილების ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო, აშშ და ევროკავშირი ცდილობდნენ, მხარეებს კომპრომისის გამონახვაში დახმარებოდნენ.

ამის შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ბელგრადი შეწყვეტს კოსოვოს ქალაქების კოდით ნომრების გაცემას, პრიშტინა კი ხელახლა აღარ გაატარებს რეგისტრაციაში სერბეთში უკვე გაცემულ ნომრებს.

2008 წელს კოსოვომ ცალმხრივად გამოაცხადა სერბეთისგან დამოუკიდებლობა, რომელიც აღიარეს აშშ-მა, ევროკავშირის ბევრმა სახელმწიფომ და გაერო–ს წევრთა უმრავლესობამ. სერბეთი კოსოვოს არ აკონტროლებს, თუმცა მას არ აღიარებს და კვლავ საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S