Accentnews.ge
მედია – არაბთა გაერთიანებულ საემიროებში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

მედია – არაბთა გაერთიანებულ საემიროებში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

24/11/2022 10:44:35 მსოფლიო

17 ნოემბერს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, – იუწყება Reuters ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

მისი ცნობით, შევხედრის მთავრი თემა ტყვეების გაცვლა და რუსული ამიაკის ექსპორტის განახლება იყო.

"მხარეებმა შეხვედრა გამართეს, რათა განეხილათ ომის ტყვეების გაცვლის შესაძლებლობა, რუსული ამიაკის ექსპორტის განახლების სანაცვლოდ, რომელიც მიდის აზიასა და აფრიკაში უკრაინული მილსადენის გავლით. ექსპორტი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, თებერვლიდან შეწყდა", – იტყობინება Reuters.

გამცემის ინფრომაციით, მან ვერ შეძლო იმის დადგენა მიაღწიეს თუ არა მხარეებმა პროგრესს.

23 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსი ოფიციალური პირები იმუშავებენ ევროპის პორტებში ჩარჩენილი რუსული სასუქების განბლოკვაზე და ამიაკის ექსპორტის განახლებაზე.

როგორც Reuters იუწყება, არაბეთის გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსეთისა და უკრაინის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა მას კომენტარზე უარი განუცხადეს.

ცოტა ხნის წინ გაეროს სააგენტო UNCTAD-ს გენერალურმა მდივანმა რებეკა გრინსპანმა განაცხადა, რომ "ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ რუსეთი და უკრაინა შეიძლება, შეთანხმდნენ რუსული ამიაკის ექსპორტის პირობებზე".

გამოცემის ცნობით, 17 ნოემბრის შეხვედრა არაბთა გაერთიანებულ საემიროების ინიციატივით გაიმართა და მასში გაერო ჩართული არ იყო.

რაც შეეხება უკრაინელ და რუს ტყვეებს, არც ერთ მხარეს არ გაუვრცელებია ოფიციალური ინფორმაცია მათი რაოდენობის შესახებ. 29 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმრ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარტიდან დღემდე ჯამში, 1031 უკრაინელი ტყვე გაათავისუფლეს.

"არაბთა გაერთიანებული საემიროები ისევე, როგორც საუდის არაბეთი "OPEC+"–ის ნავთობის ალიანსის წევრია, რომელიც რუსეთსაც მოიცავს. არაბთა გაერთიანებული საემიროები ინარჩუნებს კარგ კავშირებს მოსკოვთან, მიუხედავად დასავლეთის ზეწოლისა, დაეხმაროს რუსეთის იზოლაციაში უკრაინაში შეჭრის გამო. რუსეთი მსოფლიოში ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორი და სასუქების მთავარი მიმწოდებელია გლობალურ ბაზრებზე", – იუწყება Reuters.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S