მაკრონი: "ჩვენ უკრაინისა და მოლდოვის მხარდასაჭერად დონორთა კონფერენციის გამართვას ვგეგმავთ"
24/11/2022 09:20:01 მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაგმო რუსული თავდასხმები უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და განაცხადა, რომ ეს ქმედებები "დაუსჯელი არ შეიძლება, დარჩეს".
"უკრაინამ მასიური დაბომბვა განიცადა, რის გამოც ქვეყნის დიდი ნაწილი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები ომის დანაშაულია და დაუსჯელი არ შეიძლება დარჩეს", - განაცხადა მაკრონმა.
23 ნოემბერს რუსეთის სამხედრო ძალებმა მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევსა და ათამდე ოლქზე. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ენერგოობიექტებსა და საცხოვრებელ სახლებზე. მომხდარის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 10 ოქტომბრიდან რუსეთის სამხედრო ძალებმა განახორციელეს 7 მასირებული სარაკეტო შეტევა. რუსეთის ძირითადი სამიზნე უკრაინის ენერგოსისტემაა. ენერგოობიექტების ნახევარი დანგრეული, ან დაზიანებულია, რამაც უმწვავესი ენერგოკრიზისი გამოიწვია.


