Accentnews.ge
კლიჩკო: "კიევის ოლქის 70% ელექტროენერგიის გარეშეა"

კლიჩკო: "კიევის ოლქის 70% ელექტროენერგიის გარეშეა"

24/11/2022 07:09:14 მსოფლიო

კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, "კიევის ოლქის 70% ელექტროენერგიის გარეშეა".

მისი თქმით, ენერგეტიკოსები ყველაფერს აკეთებენ მომარაგების რაც შეიძლება სწრაფად აღსადგენად, მაგრამ შედეგი დამოკიდებულია მთლიანად ქვეყნის ენერგოსისტემაში ბალანსის აღდგენაზე.

კიევის მერის ინფორმაციით, წყლით მომარაგების კომპანიის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, რომლებმაც დილისთვის შეძლეს მარცხენა სანაპიროსთვის წყლის მიწოდების აღდგენა. როგორც მან აღნიშნა, მარჯვენა სანაპიროს წყლით მომარაგება დღის მეორე ნახევარში უნდა განახლდეს.

23 ნოემბერს რუსეთის სამხედრო ძალებმა მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევსა და ათამდე ოლქზე. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ენერგოობიექტებსა და საცხოვრებელ სახლებზე. მომხდარის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 10 ოქტომბრიდან რუსეთის სამხედრო ძალებმა განახორციელეს 7 მასირებული სარაკეტო შეტევა. რუსეთის ძირითადი სამიზნე უკრაინის ენერგოსისტემაა. ენერგოობიექტების ნახევარი დანგრეული, ან დაზიანებულია, რამაც უმწვავესი ენერგოკრიზისი გამოიწვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S