Accentnews.ge
რუსეთმა უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაში უკრაინის საჰაერო თავდაცვა დაადანაშაულა

რუსეთმა უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაში უკრაინის საჰაერო თავდაცვა დაადანაშაულა

24/11/2022 07:00:48 მსოფლიო

უკრაინაზე მორიგი მასიური სარაკეტო იერიშის შემდეგ რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაერო–ში ვასილი ნებენზია ირწმუნება, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი კიევის საჰაერო თავდაცვის სისტემის ბრალია.

აგრესორი ქვეყნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინა სავარაუდოდ, საცხოვრებელ შენობებს შორის ათავსებს საჰაერო თავდაცვის სისტემებს:

"შედეგად, რაკეტების ფრაგმენტები ან უკრაინული რაკეტები, რომლებიც მიზანს აცდა, ხვდება იმ ობიექტებში, რომლებისთვისაც რუსეთს არც კი დაუმიზნებია".

ნებენზიამ ასევე თქვა, რომ რაკეტები, რომლებიც ოთხშაბათს კიევსა და ვიშგოროდში საცხოვრებელ კორპუსებს მოხვდა სავარაუდოდ, "ამერიკული საჰაერო თავდაცვის რაკეტებია, რომლებიც კიევს მიეწოდება".

მან აღნიშნა, რომ რუსეთი ინფრასტრუქტურულ ობიექტებს უკრაინაში ურტყამს "კიევის რუსეთზე სამხედრო გამარჯვების უგუნური მოწოდების საპასუხოდ" და რომ "უკრაინის არმიის საბრძოლო შესაძლებლობების შელახვა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი მიზანია".

23 ნოემბერს რუსეთის სამხედრო ძალებმა მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევსა და ათამდე ოლქზე. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ენერგოობიექტებსა და საცხოვრებელ სახლებზე. მომხდარის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 10 ოქტომბრიდან რუსეთის სამხედრო ძალებმა განახორციელეს 7 მასირებული სარაკეტო შეტევა. რუსეთის ძირითადი სამიზნე უკრაინის ენერგოსისტემაა. ენერგოობიექტების ნახევარი დანგრეული, ან დაზიანებულია, რამაც უმწვავესი ენერგოკრიზისი გამოიწვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S