Accentnews.ge
ბორელი: "რუსეთის თავდასხმები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე არაადამიანურია, ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისა და მოლდოვისადმი გრძელდება"

ბორელი: "რუსეთის თავდასხმები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე არაადამიანურია, ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისა და მოლდოვისადმი გრძელდება"

24/11/2022 06:15:20 მსოფლიო

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 23 ნოემბერს განხორციელებულ მორიგ მასირებულ სარაკეტო შეტევას "სასტიკსა და არაადამიანურს" უწოდებს.

„მტკიცედ ვგმობთ რუსეთის განახლებულ კრიმინალურ თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, ასევე მასიურ ჩაბნელებას მოლდოვაში. ზამთარში მილიონობით ადამიანის ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვება სისასტიკე და არაადამიანურია. ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისა და მოლდოვისადმი უცვლელად გრძელდება“, – წერს ბორელი სოციალურ ქსელში.

23 ნოემბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევსა და ათამდე ოლქზე. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ენერგოობიექტებსა და საცხოვრებელ სახლებზე. მომხდარის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 10 ოქტომბრიდან რუსეთის სამხედრო ძალებმა განახორციელეს 7 მასირებული სარაკეტო შეტევა. რუსეთის ძირითადი სამიზნე უკრაინის ენერგოსისტემაა. ენერგოობიექტების ნახევარი დანგრეული, ან დაზიანებულია, რამაც უმწვავესი ენერგოკრიზისი გამოიწვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S