
სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, ბაქოში ბრალდებას უარყოფენ
24/11/2022 06:09:40 კავკასია
სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.
"აზერბაიჯანის მიერ სომხეთის პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნის შედეგად ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აცხადებს სომხეთის თავდაცვის სამინისტრო.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაციას უარყოფს.
„სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ 23 ნოემბერს აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც სომეხი სამხედრო დაიჭრა, სიცრუეა. კატეგორიულად უარვყოფთ გავრცელებულ ინფორმაციას", - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.