Accentnews.ge
მედია: რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს

მედია: რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს

24/11/2022 00:09:51 მსოფლიო

აშშ-ის ადმინისტრაციაში თვლიან, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა, უკრაინის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანება გასცეს, - წერს "Politico" პენტაგონსა და თეთრ სახლში 6 სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით.

მათი თქმით, ვაშინგტონმა მოკავშირეები მსგავსი შესაძლებლობისთვის მზადების აუცილებლობის შესახებ უკვე გააფრთხილა და პარალელურად ქიმიური იარაღის გამოყენების აღმომჩენ სისტემებში ინვესტირებას ახორციელებს.

"Politicо"-ს პენტაგონელი წყაროების უმრავლესობა ზამთარში უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეფერხებას პროგნოზირებს, თუმცა აღნიშნავს, რომ თუ ასე არ მოხდა და რუსულმა არმიამ პოზიციების დათმობა განაგრძო, კრემლმა ბირთვულ ესკალაციაზე გადასვლამდე შესაძლოა, ქიმიური იარაღის, მათ შორის ცნობილი "ნოვიჩოკის" გამოყენება გარისკოს.

დღემდე რუსული სპეცსამსახურები ამ და სხვა ნივთიერებებს ერთი-ორი ადამიანის, ანუ ცალკეული პირების ან მცირე ჯგუფის მოსაწამლად იყენებდნენ, თუმცა შესაძლებელია მათი გამოყენება მასობრივადაც, - ამბობენ "Politico"-ს წყაროები. მაგალითად, "ნოვიჩოკი" შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას აეროზოლში, ან საბრძოლო მასალაში - მეტი ზარალის მისაღწევად. ამასთანავე, "ნოვიჩოკის" კვალი ადვილი დასამალია და დასავლეთის ქვეყნებისთვის უფრო რთული იქნება მოსკოვის დადანაშაულება, - აღნიშნავენ გამოცემის წყაროები.

"აშშ-ში დიდი ხანია, იციან, რომ რუსეთი ქიმიური იარაღის პოტენციალს ზრდის. მიმდინარე შემოდგომით ქიმიური იარაღის რუსული მარაგებისა და მისი უკრაინაში გამოყენების რისკის შესახებ სენატორების ინფორმირება განხორციელდა" - უამბო "Politico"-ს ერთ-ერთი კონგრესმენის თანაშემწემ.

ამ ფონზე პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ შესაბამისი მზადება, მათ შორის ქიმიური იარაღის აღმომჩენი სისტემების გაუმჯობესება დაიწყო, უახლოეს მომავალში კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დააგზავნის სპეციალურ ჯგუფებს, რომლებიც სამხედროებს ქიმიური და ბიოლოგიური შეტევების შემთხვევებში გასატარებელ პროცედურებს გააცნობენ, - უამბო გამოცემას ორმა წყარო, მათ შორის - აშშ-ის თავდაცვის უწყების თანამშრომელმა.

მისივე ინფორმაციით, აშშ-მა კიევს სამხედრო დახმარების ფარგლებში ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული თავდაცვის საშუალებები უკვე მიაწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S