Accentnews.ge
პოეტი, რომელიც რუსი პოლიციელების მხრიდან გაუპატიურებისა და წამების მსხვერპლი გახდა, ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გაგზავნეს

პოეტი, რომელიც რუსი პოლიციელების მხრიდან გაუპატიურებისა და წამების მსხვერპლი გახდა, ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გაგზავნეს

23/11/2022 21:10:32 მსოფლიო

31 წლის პოეტი, აქტივისტი არტემ კამარდინი, რომელიც "მაიაკოვსკის კითხვის" (ტრადიციული პოეტური საღამო, რომელიც ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს ტარდება ვლადიმირ მაიაკოვსკის ძეგლთან) აქციის გამო დაკავების დროს წამების შესახებ განაცხადა, 30 დღით ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გაგზავნეს. ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური იუწყება.

კამარდინი განთავსდება სერბსკის ფსიქიატრიულ სამედიცინო ცენტრში. ამის შესახებ მისი დაკავების თაობაზე სააპელაციო საჩივრის განხილვისას გახდა ცნობილი.

სექტემბრის ბოლოს სასამართლომ პოეტები არტემ კამარდინი, იგორ შტოვბა და ნიკოლაი დაინეკო 25 ნოემბრამდე დააპატიმრა. მათ ბრალი წაუყენეს ძალადობის მუქარით სიძულვილის გაღვივებაში. ამის მიზეზი 25 სექტემბერს მოსკოვში გამართული ტრადიციული ღონისძიება გახდა: ახალგაზრდა პოეტებმა წაიკითხეს თავიანთი ლექსები, რომლებშიც გამოთქვამდნენ თავიანთ უარყოფით დამოკიდებულებას კრემლის პოლიტიკასთან და უკრაინაში სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებით.

კამარდინი 26 სექტემბერს დააკავეს. პოლიციამ ბინის კარი შეამტვრია, სადაც ის, მისი მეგობარ გოგონა ალექსანდრა პოპოვასა და საერთო მეგობარ ალექსანდრე მენიუკოვთან ერთად იმყოფებოდა.მათ განაცხადეს, რომ ბინის ჩხრეკისას, მოგვიანებით კი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვისას, პოლიციამ ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობდა. საუბარი იყო ცემასა და სექსუალურ ძალადობაზე. კამარდინი, ადვოკატ ლეონიდ სოლოვიოვის თქმით, წამების შემდეგ სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში მოათავსა.

მოგვიანებით პოპოვა გაუშვეს. მან განაცხადა, რომ პოლიციელები თმებს აგლეჯდნენ, პირი აუკრეს, აყურებინეს კამარდინის გაუპატიურების ამსახველი ვიდეო და იმავეთი ემუქრებოდნენ.

აქტივისტების დაკავების შემდეგ, ტელეგრამ-არხ "112-ით" გავრცელდა ვიდეო, რომელზეც კამარდინი და კიდევ ორი ახალგაზრდა - ეგორ შტოვბა და ნიკოლაი დეინეკო - მუხლებზე დგანან და პატიებას ითხოვენ თავიანთი სიტყვებისთვის. კამარდინის სახეზე ჩანს ძალადობის ნიშნები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S