Accentnews.ge
რუსმა პროპაგანდისტებმა ყაზახეთი „შემდეგ პრობლემად" დაასახელეს, ასტანა რეაგირებას ითხოვს

რუსმა პროპაგანდისტებმა ყაზახეთი „შემდეგ პრობლემად" დაასახელეს, ასტანა რეაგირებას ითხოვს

23/11/2022 14:05:56 მსოფლიო

ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რომან ვასილენკომ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, რეაგირება მოახდინოს კრემლის პროპაგანდისტისტების მიერ გადაცემაში "საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან" გაკეთებულ განცხადებებს, რომ ყაზახეთი გახდება რუსეთის "მომდევნო პრობლემა" უკრაინის შემდეგ.

რუსმა პოლიტოლოგმა დიმიტრი დრობნიცკიმ ეთერში აღნიშნა, "ყურადღება მიაქციეთ, რომ შემდეგი პრობლემა ყაზახეთია", რადგან, მისი აზრით, "ნაცისტური პროცესები იქაც შეიძლება, დაიწყოს". ”და იქ ბევრი რუსია, ტეროტორიაც – უკაცრავად, მაგრამ სემიპალატინსკი იქ არის და მთელი ჩვენი „როსატომის“ ბირთვული საწვავიც”, - თქვა მან.

„გვჯერა, რომ ისინი [განცხადებები - რედ.], ჯერ ერთი, არ ასახავს რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ პოზიციას, მეორე – ისინი აზიანებენ ყაზახეთსა და რუსეთს შორის არსებულ ტრადიციულად მჭიდრო ურთიერთობებს და მესამე – ასეთი პოზიციების გამოხატვა ერთ-ერთ ფედერალურ არხზე, იმსახურებს შესაბამის რეაქციას რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S