Accentnews.ge
რუსეთის მასირებული სარაკეტო დარტყმების შედეგად კიევში, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის მასირებული სარაკეტო დარტყმების შედეგად კიევში, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა

23/11/2022 13:38:03 მსოფლიო

რუსეთის მასირებული სარაკეტო დარტყმების შედეგად კიევში, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დღეს რუსეთმა კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონზე იერიში განაახლა.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მხრიდან მიტანილი იერიშის შესახებ ცნობები დაადასტურა.

აფეთქებებმა ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.

ამასთან, აფეთქებების შესახებ იუწყებიან ლვოვში, ვინიცის, ოდესისა და პოლტავის ოლქებში, მიკოლაევისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S