რუსეთმა კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონზე იერიში განაახლა
23/11/2022 12:43:39 მსოფლიო
რუსეთმა კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონზე იერიში განაახლა.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მხრიდან მიტანილი იერიშის შესახებ ცნობები დაადასტურა.
აფეთქებებმა ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.
ამასთან, აფეთქებების შესახებ იუწყებიან ლვოვში, ვინიცის, ოდესისა და პოლტავის ოლქებში, მიკოლაევისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში.


