Accentnews.ge
ზელენსკი: "მივესალმები ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, რუსეთი ყველა დონეზე იზოლირებული უნდა იყოს"

ზელენსკი: "მივესალმები ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, რუსეთი ყველა დონეზე იზოლირებული უნდა იყოს"

23/11/2022 12:40:23 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპარლამენტის მიერ "რუსეთის ტერორიზმის სპონსორ" სახელმწიფოდ ცნობის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ მოსკოვი ყველა დონეზე იზოლირებული უნდა იყოს.

"მივესალმები ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას რუსეთის ტერორიზმის სპონსორად და ტერორიზმის საშუალებების მოსარგებლე სახელმწიფოდ აღიარების შესახებ. რუსეთი ყველა დონეზე იზოლირებული უნდა იყოს და პასუხისგებაში მიცემული, რათა შეწყვიტოს თავისი მრავალწლიანი ტერორიზმის პოლიტიკა უკრაინასა და მთელ მსოფლიოში", – განაცხადა ზელენსკიმ.

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ფედერაციას „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ ცნობს.

რეზოლუციას 494-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 58 წინააღმდეგი იყო, ხოლო 44-მა თავი შეიკავა.

"რუსეთი არის ტერორისტული რეჟიმი უკრაინაში მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განზრახ განადგურებისა და უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის გამო", – ნათქვამია დოკუმენტში.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ რეზოლუცია საშუალებას მისცემს ევროკავშირს, გააფართოვოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

რეზოლუცია შესასრულებლად არასავალდებულოა. ევროპარლამენტს არ შეუძლია, აიძულოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები ან ევროკომისია დაიცვას მისი რეკომენდაციები.

ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ - პოლონეთმა, ჩეხეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა რუსეთი „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ უკვე აღიარეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S