Accentnews.ge
მედვედჩუკი საჯარო სივრცეში პირველად გამოჩნდა რუსეთისთვის გადაცემის შემდეგ – მედია

მედვედჩუკი საჯარო სივრცეში პირველად გამოჩნდა რუსეთისთვის გადაცემის შემდეგ – მედია

23/11/2022 11:51:33 მსოფლიო

პრორუსი უკრაინელი პოლიტიკოსი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ვიქტორ მედვედჩუკი მეუღლესთან – ოქსანა მარჩენკოსთან ერთად იალტაში დააფიქსირეს, – იტყობინებიან უკრაინული და რუსული ტელეგრამ–არხები.

კრემლთან დაკავშირებული ტელეგრამ–არხი «НЕЗЫГАРЬ» იუწყება, რომ რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მედვედჩუკის ვიზიტი უკავშირდება ყირიმის რუსული ხელისუფლების გადაწყვეტილებას, უკრაინელი ბიზნესმენების, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეების ქონების „ნაციონალიზაციის“ შესახებ. «НЕЗЫГАРЬ» ვარაუდობს, რომ

"ნაციონალიზებული" ობიექტების ნაწილი შესაძლოა, მედვედჩუკს გადაეცეს. გარდა ამისა, ტელეგრამ–არხი წერს, რომ მედვედჩუკმა შესაძლოა, რუსეთის მხარეზე უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი „მოხალისე“ შენაერთების შექმნა დაიწყოს.

ეს მედვედჩუკის პირველი საჯარო გამოჩენაა მიმდინარე წლის სექტემბერში უკრაინულ-რუსული გაცვლის შემდეგ, რომლის შედეგადაც უკრაინამ დაიბრუნა 215 სამხედრო ტყვე, მათ შორის 124 ოფიცერი. გაცვლილ უკრაინელ სამხედრო ტყვეებს შორის არიან „აზოვის“ პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო, პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ "კალინა" პალამარი. ერთ-ერთი, ვინც რუსულმა მხარემ სანაცვლოდ მიიღო, სწორედ ვიქტორ მედვედჩუკია. ის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 2022 წლის აპრილში დააკავა სახელმწიფო ღალატის ბრალდებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S