ერდოღანი: "ერაყსა და სირიაში თურქეთის საჰაერო ოპერაცია მხოლოდ დასაწყისია"
23/11/2022 11:30:30 მსოფლიო
თურქეთის საჰაერო ოპერაცია ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში მხოლოდ დასაწყისია, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციას ყველაზე ხელსაყრელ დროს დაიწყებს.
„ჩვენი ოპერაციები თვითმფრინავებით, არტილერიით და უპილოტო საბრძოლო საჰაერო ხომალდებით, მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ტერორისტებს სახმელეთო ოპერაციით ყველაზე ხელსაყრელ დროს დავამარცხებთ. თურქეთი სირიის საზღვრებთან დაკავშირებით დაპირებების ერთგული დარჩა. ჩვენი თანამოსაუბრეები თუ ვერ შეასრულებენ ხელშეკრულების მოთხოვნებს, ჩვენ გვაქვს უფლება, ვიზრუნოთ საკუთარ თავზე. ჩვენი გზავნილი მათთვის, ვინც კვლავ ცდილობს თურქეთის დაჩოქებას მზაკვრული მეთოდებით, ნათელია: ეს არ გამოგივათ“, – განაცხადა ერდოღანმა.


