ომის დაწყების შემდეგ პირველად, ბრიტანეთი უკრაინაში ვერტმფრენებს გზავნის
23/11/2022 09:53:58 მსოფლიო
ომის დაწყების შემდეგ პირველად, ბრიტანეთი უკრაინაში ვერტმფრენებს გზავნის.
BBC-ს ცნობით, საუბარია სამ Sea King ტიპის სამხედრო ვერტმფრენზე, რომელთაგან პირველი უკვე ჩავიდა უკრაინაში.
აღნიშნული ვერტმფრენები გამოიყენებოდა ფოლკლენდის კუნძულების ომში, ბოსნიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში, ასევე, ერაყსა და ავღანეთში.


